ლენტიგო
ლენტიგო არის პატარა, მკვეთრად შემოხაზული, პიგმენტური ლაქები კანზე, რომელთაც აქვთ მოყვითალო ან მუქი-მოშავო ფერი. ისინი ბრტყელია უპირატესად, თუმცა შესაძლოა წამოწეულიც იყოს კანის ზედაპირიდან. ასაკის მატებასთან ერთად ისინი იზრდება და უფრო მუქდება, განსაკუთრებით მზის სხივების ხშირი ზემოქმედების შემთხვევაში.
PLASMAGE® ჰაერში, გაზის იოანიზაციის შედეგად წარმოქმნილ პლაზმის ენერგიას აწვდის ქსოვილებს. PLASMAGE® არის IIb კლასის სამედიცინო მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია არაინვაზიური მიკრო ქირურგიისთვის. შექმნილია დელიკატური უბნების უსაფრთხოდ სამკურნალოდ, როგორიცაა ზედა და ქვედა ქუთუთოები, სადაც ლაზერები და რადიო ქირურგიული დანადგარები არ შეიძლება. Plasmage® ახდენს ქსოვილების სუბლიმაციას კანზე გვერდითი ეფექტების გარეშე.
Plasmage® წარმოადგენს უახლეს ტექნოლოგიას პლაზმის ენერგიის საფუძველზე, რომელიც რევოლუციას ახდენს სამედიცინო-ესთეტიკურ და დერმატოლოგიურ სექტორებში. პლაზმის ენერგია ქმნის ძალიან წვრილ ელექტრო რკალს, რომელიც ზუსტად მოქმედებს კანზე, არ აზიანებს ირგვლივ ქსოვილს.
Plasmage® გამოიყენება შემდეგი ჩვენებების სამკურნალოდ:
- ვირუსული პაპილომებისა და სებორეული კერატომების მოცილება
- ბლეფაროპლაზმა (მოშვებული ქუთუთოების კორექცია)
- ქსანთელაზმას მოშორება
- აკნეს მკურნალობა
- ნაწიბურების გაფერმკრთალება
- ლენტიგო
- ფიბრომა
- მეჭეჭების მოშორება
- სტრიებისა და კეილოიდების მკურნალობა
Plasmage - ცივი პლაზმა
Procedure
100 - 500 ₾
 
															წამყვანი დერმატოლოგი | დერმატო-ვენეროლოგიის ასოციაციის წევრი ევროპის დერმატოლოგთა და ვენეროლოგთა აკადემიის წევრი დერმატოსკოპიის საერთაშორისო ასოციაციის წევრი ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაციის წევრი.
 
															 
															დასაკონტაქტებლად, შეავსეთ ფორმა
EXCELLENT
 
	
