ზაფხულის მოსვლასთან ერთად, არასასურველი თმის მოშორება კიდევ უფრო აქტუალური ხდება. ცხელ სეზონზე ხომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად კომფორტულად და თავდაჯერებულად ვგრძნობდეთ თავს. სწორედ ამიტომ, ამ ბლოგში გაგიზიარებთ სასარგებლო ინფორმაციას DEKA Again ალექსანდრიტის ლაზერის შესახებ, რომელიც ეპილაციის მსურველთათვის საუკეთესო არჩევანია.
2022 AMWC Awards-ის გამარჯვებული გრან-პრის მფლობელი
DEKA Again ალექსანდრიტის ლაზერმა 2022 წელს მიიღო გრან-პრი ესთეტიკური და ანტი-ასაკობრივი მედიცინის მსოფლიო კონგრესის (AMWC) მიერ ორგანიზებულ კონკურსში, "საუკეთესო ლაზერების, სინათლესა და ენერგიაზე დაფუძნებული აპარატების” კატეგორიაში. AMWC Awards, მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე პრესტიჟული კონკურსი ესთეტიკური მედიცინის დარგში, ყოველწლიურად ტარდება მონაკოს პრინც ალბერტ II-ის პატრონაჟით.
Რამდენად ეფექტურია პროცედურა?
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ შედეგები დამოკიდებულია იმაზე, ორიგინალია თუ არა ეპილაციის აპარატი. ამ მხრივ, „ჰელსი ლუქი“ ყოველთვის საიმედო და სანდო არჩევანია, რადგან ჩვენი ესთეტიკური კლინიკა მხოლოდ წამყვანი ბრენდების ორიგინალ აპარატებს იყენებს.
არასასურველ თმასთან ეფექტურად ბრძოლაში კი Deka Again-ს ანალოგი არ ჰყავს. აპარატს აქვს მაღალი სიმძლავრის და უკიდურესად მოქნილი ორმაგი ტალღის სიგრძის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სანდო და სწრაფ შედეგებს. ის მოქმედებს 755 ნანომეტრი ტალღის სიგრძეზე, რომელიც ყველაზე ეფექტური მეთოდი გახლავთ თხელი და ღია თმის მოსაშორებლად და ასევე, Nd:YAG 1064 ნანომეტრის სიგრძეზე, რომელიც კიდევ უფრო ღრმად აღწევს კანში საუკეთესო შედეგის მისაღწევად.
ვისთვის არის რეკომენდებული?
- პროცედურა ტარდება ყველა ტიპის კანზე, მათ შორის გარუჯულ კანზეც.
- აპარატი ეფექტურად აღიქვამს როგორც მუქ, ისე ღია ფერის ფოლიკულს, ამიტომ უმოკლეს დროში აქრობს მუქ თუ ღია არასასურველ თმას.
მტკივნეულია თუ არა პროცედურა?
Deka Again-ის აპარატი აღჭურვილია საფირონის აპლიკატორით და აქვს გაგრილების განსხვავებული სისტემა, რაც კანის ზედაპირს გადახურებისგან იცავს. შედეგად პროცედურა ხდება მაქსიმალურად კომფორტული და უმტკივნეულო, მათ შორის კანის მგრძნობიარე ზონებზეც.
Რამდენად უსაფრთხოა?
Deka Again-ის ალექსანდრიტის ლაზერი Სრულიად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, თითოეული პროცედურა კი ტარდება “ჰელსი ლუქის” პროფესიონალი ექიმი-ლაზეროთერაპევტების მიერ.
Როგორ მოვიქცეთ პროცედურის შემდეგ?
Საუკეთესო შედეგების მისაღწევად, საჭიროა პროცედურის შემდგომი რეკომენდაციების დაცვა. Რამდენიმე დღის განმავლობაში, სანამ კანი ჯერ კიდევ სენსიტიურია, მოერიდეთ მზეს და კოსმეტიკურ პროდუქტებს, რომლებმაც შეიძლება კანი გააღიზიანონ.
Რა დროა საჭირო შედეგის მისაღებად?
პროცედურების რაოდენობა ყველასთვის ინდივიდუალურია, და ასევე დამოკიდებულია საეპილაციო ზონაზე, თუმცა საშუალოდ კურსი 6-8 პროცედურას მოიცავს.
კიდევ რის სამკურნალოდ გამოიყენება Deka Again აპარატი?
თმის მოცილების გარდა, DEKA Again ალექსანდრიტის ლაზერი ასევე გამოიყენება სხვადასხვა ესთეტიკური თუ სამედიცინო პრობლემის მოსაგვარებლად, მათ შორის:
- ზედაპირული პიგმენტური დაზიანებები
- სისხლძარღვთა დაზიანებები
- ფოტო გაახალგაზრდავება
- ონიქომიკოზი
- წვერის თმის ჩაზრდა (წვერის ფსევდოფოლიკულიტი)
Ბლოგს კი დავასრულებთ შეხსენებით, რომ Საკუთარ თავზე ზრუნვა ქმნის ჰარმონიული და მშვიდი ცხოვრების ფუნდამენტს. Ჩვენი ესთეტიკური კლინიკის პროფესიონალი ექიმი-ლაზეროთერაპევტები კი მუდამ მზად არიან დაგეხმარონ, რათა კომფორტულად და თავდაჯერებულად გრძნობდეთ თავს წელიწადის ნებისმიერ დროს.
სხეულის კორექციის 4 საუკეთესო მეთოდი
In today’s world, where we approach physical and mental health...
ნახე ვრცლადᲠოგორ ვუმკურნალოთ ონიქომიკოზს (ფრჩხილის სოკოს) ეფექტურად?
Summer brings to mind sun, tans, and poolside fun, but...
ნახე ვრცლადᲠოგორ ვებრძოლოთ ცელულიტს?
Cellulite, often referred to as “orange peel skin,” presents not...
ნახე ვრცლადᲠატომ არის DEKA Again ალექსანდრიტის ლაზერი თმის მოცილების საუკეთესო გზა?
ზაფხულის მოსვლასთან ერთად, არასასურველი თმის მოშორება კიდევ უფრო...
ნახე ვრცლად