Როგორ ვებრძოლოთ ცელულიტს?

ცელულიტი - ცნობილი როგორც “ფორთოხლის კანი”, არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ემოციური გამოწვევაც არის ბევრი ქალისთვის. როგორც კანქვეშა ცხიმოვანი შრის სტრუქტურული ცვლილება, იგი კანის არათანაბარი ზედაპირით ვლინდება თეძოებში, დუნდულებში, მკლავებში, მუცლის წინა და გვერდითა კედლებში, რის გამოც უამრავი ადამიანის თვითშეფასებაზე ახდენს უარყოფით გავლენას.

Რატომ ჩნდება ცელულიტი?

ეს კითხვა ბევრი ჩვენგანისთვის საერთოა და ხშირად საბოლოო პასუხსაც ვერ ვიღებთ. თუმცა, ცალსახა პასუხი ჯერ კიდევ არ არსებობს. ცელულიტის ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს სხვადასხვა ფაქტორები, მათ შორის: გენეტიკა (რომელიც განსაზღვრავს ჩვენი კანის სტრუქტურას, სხეულის ტიპს) ჰორმონალური ცვლილებები, არასწორი კვება, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა, მჯდომარე საქმიანობა და ა.შ

მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც რომ, ხშირად ცელულიტს წონასთან აიგივებენ. ეს მცდარი შეხედულებაა, რადგან ის შესაძლოა გაუჩნდეს ნებისმიერი აღნაგობისა და წონის ადამიანს.

როგორ მოვიშოროთ ცელულიტი?

ესთეტიკის ინდუსტრიაში არაერთი გზა არსებობს ცელულიტის მოსაშორებლად. Მათ შორის, ანტიცელულიტური მასაჟი ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და გრძელვადიან მეთოდს წარმოადგენს.

ანტიცელულიტური მასაჟი გულისხმობს სხეულის კუნთოვანი ნაწილების საკმარისად ძლიერ და რიტმულ შეკუმშვას კანქვეშა ცხიმის ფენის სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად, ლიმფური სისტემის სტიმულირებისთვის და კანის სიმკვრივის ასამაღლებლად.

მასაჟის დინამიური მოძრაობებით აქტიურდებიან არასწორად განაწილებული ცხიმოვანი ქსოვილები და იწყებენ ერთმანეთისგან გამოყოფას ანუ დაშლას.

ანტიცელულიტური მასაჟის ყველაზე მნიშვნელოვანი ეფექტი ცელულიტის ხილვადობის შემცირებაა. კანი სტიმულირდება ელასტინისა და კოლაგენის გამომუშავებისთვის, რისი წყალობითაც ის უფრო მკვრივი და შესამჩნევად გაახალგაზრდავებული ხდება.

ასევე საუკეთესოა პროფილაქტიკისთვისაც. მისი დახმარებით სტიმულირდება სისხლის მიმოქცევა, რაც ხელს უწყობს შეშუპების შემცირებას, ტოქსინებისა და სხვა არასაჭირო ნარჩენების ორგანიზმიდან გამოდევნებას, აძლიერებს ლიმფურ სისტემებს.

სასურველი შედეგის მისაღწევად, მნიშვნელოვანია რეგულარულად ჩაიტაროთ პროცედურა. ამასთან, აღნიშნული მასაჟი განსაკუთრებით ეფექტურია, როდესაც თან ახლავს ჯანსაღი ცხოვრების წესი.

ანტიცელულიტური მასაჟის უპირატესობებია:

  • ფიგურის გამოძერწვა
  • ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნა
  • სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება
  • კანის გამკვრივება, გასწორება და ელასტიურობა
  • მეტაბოლური სისტემის მოწესრიგება

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ანტიცელულიტური მასაჟი მხოლოდ სხეულზე არ მოქმედებს დადებითად. პროცედურა ხელს უწყობს ენდორფინების, იგივე „სიხარულის ჰორმონების“, გამოყოფასაც, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს საერთო კეთილდღეობის განცდას.

და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ კანის მოვლა საკუთარ თავზე ზრუნვის გამოხატულებაა. “Ჰელსი ლუქის” პროფესიონალი ექიმ-მასაჟისტები კი მუდამ მზად არიან, თავის მოვლის ინდივიდუალური, თქვენს სხეულზე მორგებული, მიდგომები შემოგთავაზონ.

მაღლა
en_US