Როგორ ვუმკურნალოთ ონიქომიკოზს (ფრჩხილის სოკოს) ეფექტურად?

Ზაფხულის ცხელი დღეები ასოცირდება მზესთან, რუჯთან და აუზთან, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ყველაფერს სხვადასხვა ინფექციური დაავადებებიც შეიძლება ახლდეს თან. ფრჩხილების სიჯანსაღე ხშირად ჩვენი ჯანმრთელობის სარკეა, მაგრამ სოკოვანი ინფექციები, როგორიცაა ონიქომიკოზი, შესაძლოა საწყის ეტაპზე შეუმჩნევლად განვითარდეს.

გარკვეულ შემთხვევებში, ონიქომიკოზი შეიძლება გაჩნდეს ხელზე, თუმცა უფრო ხშირად ის ფეხის ფრჩხილზე გვხვდება. როდესაც ინფექცია გამოხატული ხდება, მისი პირველი ნიშნები ფერის შეცვლით (მოყვითალო-მოყავისფრო ლაქა) ან ფრჩხილის დასუსტებით ამოიცნობა. დროთა განმავლობაში, ფრჩხილი სქელდება, ხდება მტვრევადი და მკვეთრად იცვლის ფერს. Რთულ ფორმებში, შეიძლება ტკივილი ან უსიამოვნო სუნიც ახლდეს თან. ასევე, რთულდება მისი მოჭრა და მოვლა. Სწორედ ამიტომ, ონიქომიკოზი არამხოლოდ ჯანმრთელობის მხრივ უქმნის ადამიანებს დისკომფორტს, არამედ ესთეტიკურადაც.

Რა იწვევს დაავადებას?

იცოდით, რომ ონიქომიკოზის განვითარების რისკი ასაკთან ერთად იზრდება? ეს იმიტომ, რომ ასაკის მატებასთან ერთად, ფრჩხილების ზრდის სიჩქარე ნელდება და იმუნური სისტემა ქვეითდება. ამასთან, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ინფექციის გავრცელებას ხელს უწყობს ტენიანი გარემო, მათ შორის, სპორტული დარბაზები, საუნები და საზოგადოებრივი აუზები.

ასევე, განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს “შილაკზე”, რომელიც 21-ე საუკუნეში ონიქომიკოზის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი გახლავთ. “შილაკის” ხშირი ან არასწორი მეთოდით გა­კე­თე­ბის შემთხვევაში, ფრჩხი­ლის ფირფიტა მე­ქა­ნი­კუ­რა­დ ზი­ან­დე­ბა - არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი და მარ­ტი­ვად შეღ­წე­ვა­დი ხდება სოკოს სპო­რე­ბის­თვის, რაც ზრდის დაინფიცირების რისკს.

Რისკ-ფაქტორებს შორის ასევე არის გადაჭარბებული ოფლიანობა, ფრჩხილების ტრავმა და სხვადასხვა სამედიცინო პირობები (დიაბეტი, იმუნოდეფიციტი, და ა.შ).

მკურნალობის რა მეთოდები არსებობს?

ონიქომიკოზის მკურნალობა რამდენიმე მეთოდით შეიძლება წარიმართოს. Ხშირად ექიმები მედიკამენტოზურ გზას მიმართავენ, რომელიც ხანგრძლივ მკურნალობის კურსს მოითხოვს. ასევე, ინფექციის ადრეულ ეტაპზე ან მსუბუქ შემთხვევებში, პაციენტებს ენიშნებათ ადგილობრივი მკურნალობა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების არასწორად გამოყენებამ სოკოვანი ინფექციები რეზისტენტული გახადა მათ მიმართ, რაც ართულებს სასურველი შედეგის მიღწევას.

ასევე ხშირია თვითნებური მკურნალობა, როდესაც ადამიანები სახლის პირობებში, პროფესიონალის მეთვალყურეობის გარეშე, მედიკამენტებითა თუ ხალხური მეთოდებით ცდილობენ პრობლემის მოგვარებას. თუმცა, ასეთი მცდელობები უმეტესად არაეფექტურია და დაავადების რეციდივით სრულდება ხოლმე.

Რაც შეეხება ლაზერულ თერაპიას, ის მკურნალობის ახალი და ინოვაციური მეთოდია და დღესდღეობით ყველაზე შედეგიანად ითვლება ონიქომიკოზთან ბრძოლაში. Მაგრამ, აქაც მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ პროცედურების ეფექტურობა დამოკიდებულია იმაზე, ორიგინალია თუ არა ლაზერის აპარატი.

Როგორ ხდება მკურნალობა “ჰელსი ლუქში”?

კლინიკა „ჰელსი ლუქი“ მხოლოდ წამყვანი ბრენდების ორიგინალ აპარატებს იყენებს, პროცედურები კი ტარდება პროფესიონალი ექიმი-დერმატოლოგების მიერ.

ონიქომიკოზის მკურნალობა ხდება უახლესი Nd:YAG ბოლო თაობის აპარატით. რომელიც ყველაზე ეფექტურ მეთოდად მიიჩნევა აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად. Nd:YAG კლინიკურად დამტკიცებული ლაზერული აპარატია, რომელიც Სრულიად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.

პროცედურა გულისხმობს სპეციალური ლაზერული სხივის გამოყენებით სოკოვანი უჯრედების განადგურებას. ამ დროს, სინათლის ძლიერი სხივი აღწევს ფრჩხილში და ანადგურებს სოკოს მიმდებარე ქსოვილის დაზიანების გარეშე. არის სრულიად უმტკივნეულო და არ საჭიროებს რეაბილიტაციას.

პროცედურები ტარდება 3-4 კვირიანი ინტერვალით, რაოდენობა კი დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე, როგორიცაა ფრჩხილის დაზიანების ხარისხი და ორგანიზმის მიმღებლობა მკურნალობის მიმართ.

პრევენცია და მოვლა

დაავადების მკურნალობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია მის პრევენციაზე ზრუნვა. ამიტომ, აუცილებელია ფრჩხილების რეგულარული მოვლა, მათ შორის მათი სწორად მოჭრა, რადგან არ დაზიანდეს ფრჩხილის სტრუქტურა. გარდა ამისა, ყოველთვის დაიცავით სისუფთავე და არასდროს გამოიყენოთ სხვისი პირადი ჰიგიენის ნივთები.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ბუნებრივი, ბამბის ქსოვილის წინდების გამოყენება და ისეთი ფეხსაცმელის შერჩევა, რომელიც კარგად ნიავდება, რომ. მაქსიმალურად აირიდოთ ფეხის გაოფლიანება. Საზოგადოებრივ სივრცეებში კი (საუნები, საშხაპეები) ყოველთვის მოერიდეთ შიშველი ფეხით სიარულს.

და მაინც, თუ ამ ზომების მიღების მიუხედავად, ფრჩხილზე უჩვეულო ფერს შენიშნავთ, ან იგრძნობთ, რომ მისი ზედაპირი შეიცვალა, არ დაიზაროთ სპეციალისტთან ვიზიტი. გახსოვდეთ, რომ ჯანმრთელობა და სილამაზე საკუთარ თავზე ზრუნვით იწყება.

მაღლა
en_US