სხეულის კორექციის 4 საუკეთესო მეთოდი

დღევანდელ ეპოქაში, როდესაც ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას ჰოლისტიკურად ვუდგებით, თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, რომ შინაგანი მდგომარეობა, განწყობები, საკუთარი სხეულის აღქმა, მიმღებლობა და გარეგნული იმიჯი ერთმანეთთან ჰარმონიულ კავშირს ქმნიდეს.

XXI საუკუნემ არაერთხელ დაგვანახა, რომ საკუთარ თავთან ჰარმონიის მიღწევის არაერთი დამხმარე საშუალება არსებობს. Მათ შორის არის ესთეტიკური მედიცინა – დღეს უკვე არაერთი კვლევა არსებობს, რომელიც მხარს უჭერს ესთეტიკური მკურნალობის დადებით გავლენას ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ეს აიხსნება იმით, რომ მკურნალობა, რომელიც აუმჯობესებს ფიზიკურ მონაცემებს, კავშირშია საერთო ბედნიერებისა და ცხოვრებით კმაყოფილების გაზრდასთან.

ამ მხრივ, ესთეტიკურ მედიცინაში განსაკუთრებით გამოირჩევა შემდეგი პროცედურები: პრესოთერაპია, LPG პროცედურა, ანტიცელულიტური მასაჟი და დინამიური ტალღა. მათი მიზანია ჭარბი წონის კორექცია, სხეულის მოდელირება, კანის ელასტიკურობა და ცელულიტის პრევენცია. თუმცა, სანამ დეტალურად განვიხილავთ თითოეულ მათგანს.

უნდა აღინიშნოს, რომ კლინიკა „ჰელსი ლუქი“ ოთხივე მეთოდით მკურნალობას სთავაზობს პაციენტებს. რა თქმა უნდა, მხოლოდ წამყვანი ბრენდების ორიგინალი აპარატურის გამოყენებით და მხოლოდ მაღალკვალიფიციური სპეციალიატების მიერ.

ახლა კი დავიწყოთ პრესოთერაპიით. ეს არის მექანიკური ლიმფოდრენაჟი, რომლის დროსაც პრობლემურ ზონებზე ზემოქმედება შეკუმშული ჰაერის მეშვეობით ხორციელდება. სპეციალური ქსოვილისგან დამზადებული კოსტიუმი კუნთებზე, კანზე, ცხიმოვან ფენებსა და ლიმფატურ და სისხლძარღვოვან სისტემებზე ზეწოლის შესაძლებლობას იძლევა.

აპარატი მასაჟისტის ხელების მოძრაობის იმიტაციას ახდენს. ტალღისებური მოძრაობების მეშვეობით ხდება ქსოვილების შეკუმშვა, რაც სისხლის და ლიმფის ცირკულაციას აჩქარებს. ის ასტიმულირებს სხეულის ლიმფურ სისტემას, ამცირებს ცელულიტის ხილვადობას, ამკვრივებს კანს და აძლიერებს კიდურებს. იდეალურია მათთვის, ვისაც აწუხებს ცირკულაციისა და სითხის შეკავების პრობლემა.

Რაც შეეხება დინამიურ ტალღას, ეს არის მოდუნებული კანის გამკვრივების, ცელულიტთან ბრძოლისა და სხეულის მოდელირების რევოლუციური საშუალება. აპარატი გამოსცემს რადიალურ, აკუსტიკურ ტალღას, რომელიც უჯრედის შიგნით და გარეთ დაგროვილი სითხის მოძრაობას უზრუნველყოფს. ეს თავის მხრივ აძლიერებს სისხლის მიმოქცევას და უჯრედებიდან ტოქსინების გამოდევნას, ამცირებს შეშუპებას, აძლიერებს მეტაბოლიზმს, კაპილარების კედლებსა და ვასკულარიზაციას, შლის ცელულიტს, მატებს კანს ელასტიურობასა და ამცირებს სტრიებს.

თუმცა, როდესაც სხეულის მოდელირებასა და კანის გამკვრივებაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გამოვყოთ LPG პროცედურაა. LPG - ცნობილი როგორც Endermologie ან LipoMassage ხელს უწყობს ტოქსინებისა და ჭარბი სითხის გამოდევნას ქსოვილიდან, ასევე კოლაგენის გამომუშავებას, ელასტიურობის აღდგენასა და ცხიმოვანი მასის შემცირებას. აღსანიშნავია, რომ მისი სიმძლავრისა და ეფექტურობის გამო, LPG აპარატული მასაჟი სერტიფიცირებულია აშშ-ის საკვების და წამლის მარეგულირებელი ფედერალური სააგენტო FDA–ის მიერ.

გაითვალისწინეთ, რომ ენდერმოლოგიის უპირატესობა ეფექტის ხანგრძლივობაა – ის შესაძლოა 6 თვემდეც გაგრძელდეს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეფექტის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ადამიანის ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ცხოვრების წესზე.

და ბოლოს ჩვენთვის ყველასთვის ნაცნობ ანტიცელულიტურ მასაჟთანაცმოვედით. ეს პროცედურა სხეულის კუნთოვანი ნაწილების საკმარისად ძლიერ და რიტმულ შეკუმშვას გულისხმობს. მასაჟის დინამიური მოძრაობებით აქტიურდებიან არასწორად განაწილებული ცხიმოვანი ქსოვილები და იწყებენ ერთმანეთისგან გამოყოფას ანუ დაშლას.

Მასაჟი ეფექტურია კანქვეშა ცხიმის ფენის სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად, ლიმფური სისტემის სტიმულირებისთვის და კანის სიმკვრივის ასამაღლებლად. საუკეთესოა პროფილაქტიკისთვისაც – მისი დახმარებით სტიმულირდება სისხლის მიმოქცევა, რაც ხელს უწყობს შეშუპების შემცირებას, ტოქსინებისა და სხვა არასაჭირო ნარჩენების ორგანიზმიდან გამოდევნებას, აძლიერებს ლიმფურ სისტემასს.

Ბლოგის დასასრულს კი შეგახსენებთ, რომ ესთეტიკური პროცედურების ზეგავლენა უფრო მეტია, ვიდრე ფიზიკური ტრანსფორმაცია; ეს არის თერაპიული გამოცდილება ფსიქოლოგიური სარგებლით. თავის მოვლის მიზანიც ხომ ეს უნდა იყოს – გვქონდეს შესაძლებლობა ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ გარეგნობაზე და ბედნიერების გრძნობაზე.

 

მაღლა