
LPG (Lipomassage) არის ინოვაციური, არაინვაზიური ტექნოლოგია, რომელიც შეიქმნა საფრანგეთში Louis-Paul Guitay-ს მიერ 1980-იან წლებში. თავდაპირველად იგი გამოიყენებოდა დამწვრობის შემდგომი შეხორცების პროცესის გასაუმჯობესებლად და ნაწიბურების შესამცირებლად, მაგრამ მალევე აღმოაჩინეს მისი ეფექტურობა ცხიმოვანი უჯრედების რემოდელირებასა და ცელულიტის შემცირებაში.
დღესდღეობით LPG არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მეცნიერულად დამტკიცებული მეთოდი ტანის მოვლისთვის, რომელიც გამოიყენება მსოფლიოს წამყვან სპა და ესთეტიკურ ცენტრებში.
ალბათ გაინტერესებთ როგორ მუშაობს სისტემა - LPG -ის აპარატს აქვს მოტორიზებული სარქველები. ეს სარქველები ქმნის კონტროლირებად ვაკუუმს და უზრუნველყოფს კანისა და კანქვეშა ქსოვილების მექანიკურ მასაჟს. პროცედურის დროს ხდება კანის სტიმულაცია, რომელიც აააქტიურებს ფიბრობლასტებს, შედეგად წარმოქმნება კოლაგენი რაც კანს მეტად ელასტიურს ხდის. ლიმფური დრენაჟი აჩქარებს ლიმფის მიმოქცევას და ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნას. ცხიმოვანი უჯრედების რემოდელირება ამცირებს მათ ზომას და აუმჯობესებს კანის ტექსტურას. სისხლის მიმოქცევის გააქტიურება კი უზრუნველყოფს ქსოვილების ჟანგბადით მომარაგებას.
პროცედურის დადებითი ეფექტებიდან აღსანიშნავია:
- ცელულიტის შემცირება
- სხეულის კონტურების გამოკვეთა
- კანი ხდება მეტად მკვრი და ელასტიური
- ამცირებს შეშუპებას
- დაბალანსებულ კვებასა და ფიზიკურ აქტივობასთან ერთად აჩქარებს წონაში კლების პროცესს
- აქვს სხეულის რელაქსაციის ეფექტი
- მკვეთრად აუმჯობესებს კანის სტრუქტურას
ოპტიმალური შედეგის მისაღწევად კი საწყის ეტაპზე რეკომენდებულია 10-15 პროცედურა, კვირაში 2-3 ჯერ. შედეგის შესანარჩუნებლად კი საკმარისია თვეში 1 ან 2 სეანსის ჩატარება.
თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ შედეგები ინდივიდუალურია და დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, როგორიცაა ასაკი, ჰორმონალური ფონი, ცხოვრების წესი და ა.შ...
შეჯამებისას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ LPG ტექნოლოგია წარმოადგენს უსაფრთხო და ეფექტურ გზას კანის სხვადასხვა პრობლემების სამკურნალოდ. მისი უნივერსალურობა და ეფექტიანობა იდეალური არჩევანია მათთვის, ვინც ეძებს არაინვაზიურ და კომფორტულ პროცედურას კანის გასაუმჯობესებლად. როგორც ნებისმიერი ესთეტიკური პროცედურის დროს, მნიშვნელოვანია კონსულტაცია და პროცედურა ჩატარდეს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთან, რათა განისაზღვროს თქვენს საჭიროებაზე მორგებული მკურნალობის გეგმა.
სასურველი შედეგისთვის აუცილებელია, რომ პროცედურა ჩატარდეს ორიგინალი, ფრანგული წარმოების აპარატით.
ჩვენს კლინიკაში დამონტაჟებული ყველა აპარატი არის ახალი და ორიგინალი წარმოების, რაც შედეგებზეც შესაბამისად აისახება.
პროცედურის დაგეგმვამდე გირჩევთ, რომ აუცილებლად მოიკვლიოთ აპარატის წარმომავლობა და შესაბამისად დაგეგმოთ პროცედურები ყველა იმ ეტაპის გათვალისწინებით, რაც იდეალური შედეგის მიღებაში დაგეხმარებათ.
ანტიოქსიდანტური პროცედურა - თქვენი განსაკუთრებული სილამაზისა და ჯანმრთელობის საიდუმლო
Have you ever wondered why some people always look youthful...
ნახე ვრცლადLPG - რევოლუციური მეთოდი სხეულის იდეალური ფორმებისთვის
LPG (Lipomassage) is an innovative, non-invasive technology developed in France...
ნახე ვრცლადTCA პილინგი ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ ამ უნიკალური და ეფექტური პროცედურის შესახებ
In today’s blog post, we want to introduce you to...
ნახე ვრცლადDeka IPL ლაზერი - ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ
As part of our spring blog series, we’re excited to...
ნახე ვრცლად