
რას იტყოდით თუ ერთი უნივერსალური აპარატის წყალობით ისეთ მრავალფეროვან პროცედურებს ჩაიტარებდით, როგორიცაა: ქუთუთოს კორექცია - „ბლეფაროპლაზმა“, ვირუსული პაპილომების, სებორეული კერატომების, ქსანთელაზმას მოშორება, აკნეს შემდგომი ნაწიბურების გასადავება, ლენტიგო, ფიბრომა, მეჭეჭების მოშორება.
ჩვენს მორიგ ბლოგში გიამბობთ ოქროს სტანდარტად აღიარებული „პლაზმური დერმატოლოგიის“ მთავარი ხელსაწყოს მრავალფუნქციური და ინოვაციური აპარატის შესახებ, რასაც პლაზმაჟი ჰქვია და მისით დღეს ქირურგიული ოპერაციები ჩანაცვლდა.
რა არის პლაზმაჟი?
პლაზმაჟი არის არაინვაზიური ესთეტიკური მოწყობილობა, რომელიც სპეციალურად შეიქმნა კანის ზედაპირული და ღრმა სტრუქტურების მკურნალობისთვის პლაზმური ენერგიის საშუალებით. ის გამოიყენება ესთეტიკური პროცედურების ჩასატარებლად, მისი მეთოდი ეფუძნება კონტროლირებად ენერგიის მიწოდებას კანის ზედაპირზე, რაც ხელს უწყობს კანის არაერთი პრობლემის მოგვარებას, მოკლე დროში და ხანგრძლივი რეაბილიტაციის გარეშე.
პლაზმაჟი შეიქმნა 2016 წელს იტალიური კომპანიის Brera Medical Technologies მიერ. Brera Medical უკვე რამდენიმე ათეული წელია ქმნის ინოვაციურ სამედიცინო-ესთეტიკურ ტექნოლოგიებს, და პლაზმაჟი ერთ-ერთი მათი ფლაგმანური პროდუქტია. ის არის პირველი პლაზმური მოწყობილობა CE-ს სერტიფიკატით (ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი).
რატომ ავირჩიოთ პლაზმაჟი?
პლაზმაჟის პროცედურის უპირატესობა მრავალფეროვანია, ისე, როგორც მისი ფუნქციონალი. თუმცა, მთავარ უპირატესობად მის უსაფრთოებას გამოვარჩევდით. პროცედურა არაინვაზიურია და არ მოითხოვს ქირურგიულ ჩარევას, რისკები მინიმალურია, გვერდითი ეფექტები კი დროებითი. შედეგი და ეფექტურობა ის აუცილებელი პირობაა, რასაც თითოეული პაციენტი ყოველი მსგავსი პროცედურისგან ელოდება. პლაზმაჟის ეფექტურობა და შედეგები კი თვალსაჩინოა პირველივე სეანსის შემდეგ.
პროცედურის მრავალფუნქციურობა საშუალებას გაძლევთ ერთდროულად რამდენიმე პრობლემა მოიგვაროთ - დაწყებული ნაწიბურების გაფერმკრთალებით დამთავრებული აკნეს შემდგომი ნაწიბურების გასადავებით და კანის ზედაპირზე წარმონაქმნების მოცილებით. სწრაფი აღდგენის შესაძლებლობა ის მთავარი უპირატესობაა, რაც ხელს არ შეგიშლით მალევე დაუბრუნდეთ ყოველდღიურ რუტინას.
პროცედურის შემდეგ კანზე ჩნდება მცირე ზომის ქერქები (მიკროდაზიანებები), რომლებიც 5–7 დღეში ცვივა. სრული აღდგენა ხდება 7–10 დღეში, რის შემდეგაც კანზე მკვეთრად შესამჩნევია გაუმჯობესება.
ითვალისწინებს სხვადასხვა ტიპის კანის თავისებურებებს
მოწყობილობა მუშაობს ზუსტად და ითვალისწინებს სხვადასხვა ტიპის კანის თავისებურებებს — მათ შორის მუქი კანისთვისაც უსაფრთხოა. რეგულირებადი პარამეტრების წყალობით, შესაძლებელია ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ პაციენტთან.
პლაზმაჟი ფართოდ გამოიყენება ესთეტიკურ კლინიკებში ევროპის ქვეყნებში, აშშ-ში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში. ის წარმოადგენს უსაფრთხო ალტერნატივას ქირურგიულ ჩარევებს — განსაკუთრებით ქუთუთოს მიდამოებში.
პროცედურის წინ
აუცილებელია დერმატოლოგთან კონსულტაცია.
ლუკრისის პროდუქცია
Lucrece skincare A Premium-Quality Brand for Your Natural Beauty Lucrece...
ნახე ვრცლადრას გულისხმობს სახის ლიფტინგი და რა სახეობის პროცედურები არსებობს?
What Does a Facial Lifting Procedure Involve and What Types...
ნახე ვრცლადკაპილარების მოშორება DEKA Nd:YAG ლაზერით თანამედროვე კოსმეტოლოგიის ნაბიჯი სრულყოფილებისკენ
The issue of visible capillaries on the skin most commonly...
ნახე ვრცლად