
ჩვენი მორიგი ბლოგი საინტერესოა იმ პაციენტებისთვის ვინც თავს იკავებს ინექციური ჩარევისგან და ირჩევს უმტკივნეულო და ეფექტურ გზას კანის გაჯანსაღებისთვის. თანამედროვე ესთეტიკური მედიცინა გვთავაზობს უინექციო პროცედურების მრავალფეროვან, კომფორტულ და უსაფრთხო არჩევანს. დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ სამ ყველაზე პოპულარულ და ეფექტურ მეთოდს, როგორიცაა - უინექციო ბიორევიტალიზაცია, მეზოტერაპია და ბიოსტიმულაცია.
არაინვაზიური ბიორევიტალიზაცია
არის ინოვაციური კოსმეტოლოგიური პროცედურა, რომელიც კანის ბუნებრივ რეგენერაციას ასტიმულირებს ჰიალურონის მჟავის მიკროინექციების საშუალებით. ეს მეთოდი არა მხოლოდ კანის ზედაპირულ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს, არამედ ეფექტურია ღრმა უჯრედულ დონეზე, რის შედეგადაც ხდება კანის სტრუქტურის ფუნდამენტური განახლება.
უინექციო ბიორევიტალიზაცია გულისხმობს ჰიალურონის მჟავის, ვიტამინებისა და ამინომჟავების შეყვანას კანის ღრმა შრეში, ახალი და თანამედროვე იტალიური ბრენდი ALFAPARF MILANO-ს უახლესი თაობის Dermoregen-ის აპარატურით. კანის გაახალგაზრდავების ეს ინოვაციური მეთოდი პროფესიული კოსმეტიკის ბრენდის DIBI Milano-ს პროდუქციით ტარდება.
ჰიალურონის მჟავა, რომელიც ბუნებრივად წარმოიქმნება ჩვენს ორგანიზმში, ასაკის მატებასთან ერთად მისი რაოდენობა იკლებს. ბიორევიტალიზაციის პროცედურა კი აღადგენს ამ ბალანსს, რომლის დროსაც კანის ზედაპირულ შრეში ხდება ჰიალურონის მჟავის შეყვენა, რაც კანს მეტად ელასტიურს, ჯანსაღს და ბზინვარეს ხდის.
პროცედურა რეკომედირებულია 20-30 წლის ასაკიდან ისეთი ტიპის კანისთვის რომელიც განიცდის დეჰიდრატაციას, პაციენტებისთვის რომელიც უჩივიან წვრილ ნაოჭებს და კანის ტონუსის დაქვეითებას.
უინექციო მეზოთერაპია
მეზოთერაპია კიდევ ერთი უინექციო და უსაფრფრხო პროცედურაა, რომლის დროსაც კანის ღია ფენაში ხდება სპეციალური "კოქტეილის" - აქტიური ნივთიერებების ნაკრების შეყვანა. აქტიური ინგრედიენტების საშუალებით, ხდება კანის ღრმა დატენიანება, ელასტინის და კოლაგენის გამომუშავება
ალბათ გაინტერესებთ რა ნივთირებები შედის მეზოთერაპიულ კომპლექსებში. ესენია 4 სახეობის ვიტამინების ნაკრები (A, C, E, B ჯგუფის), მინერალები და მიკროელემენტები, ამინომჟავები, ჰიალურონის მჟავა, პეპტიდები, ანტიოქსიდანტები.
ჯადოსნური კოქტეილის შეყვანით ხდება კანის სტრუქტურის განახლება, პიგმენტური ლაქების გაუფერულება, წვრილი ნაოჭების შემცირება და კოლაგენის გამომუშავება, რის შემდეგაც თქვენი კანი განსაკუთრებულ ბრწყინვალებას იძენს.
ბიოსტიმულაცია
ბიოსტიმულაცია არის უინექციო პროდურის ის ინოვაციური მეთოდი, რომელიც ასტიმულირებს კანის ბუნებრივ რეგენერაციას კოლაგენის სტიმულატორების გამოყენებით. ძირითადი სტიმულატორებია: პოლი-ლ-მჟავა (PLLA), კალციუმის ჰიდროქსილაპატიტი, PolyDioXanone (PDO), რომლის საშუალებითაც კანი ხდება მეტად ელასტიური, აქვს ლიფტინგის ეფექტი, ხსნის დაღლილობის ეფექტს და ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას.
პროცედურის უპირატესობები იმდენად მიმზიდველია რომ პაციენტების უმრავლესობა ხშირად ირჩევს ბიოსტიმულაციის სესიებს. ბუნებრივი შედეგი, გრძელვადიანი ეფექტი, უსაფრთხო და უმტკივნეულო ჩარევა გიქმნით იმ კომფორტს, რომ არ მოწყდეთ თქვენს ყოველდღიურ რუტინას.
უინექციო პროცედურების ჩატარების პროტოკოლი თითქმის ერთნაირია.
თუმცა, ყველაფერი იწყება სანდო, გამოცდილი და თანამედროვე ესთეტიკური კლინიკის შერჩევით, სადაც დაგხვდებათ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც თითოეულ პროცედურას თქვენზე მორგებული სქემით დაგეგმავენ, რისთვის გამოიყენებენ ხარისხიან პრეპარატებს და თანამედროვე, ინოვაციურ, ორიგინალ აპარატებს.
კლინიკაში ჰელსი ლუქი უინექციო პროცედურებზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია. ამას განაპირობებს, როგორც კლინიკის სტანდარტი, ისე ორიგინალი აპარატები, ხარისხიანი პროდუქცია და პროფესიონალი სპეციალისტები, რომლებიც თითოეული პროცედურის დროს იყენებენ იმ გამოცდილ და ექსკლუზიურ ბრენდებს, რომელიც მხოლოდ ჩვენთან დაგხვდებათ. იტალიური პროფესიული კოსმეტიკის ბრენდი DIBI Milano ერთ-ერთი ის წამყვანი ხაზია, რომელიც ჩვენთან უინექციო პროცედურების დროს გამოიყენება.
პროცედურისა და პრეპარატის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, პაციენტის პრობლემიდან გამომდინარე. პროცედურებში გამოიყენება ინდივიდუალურად, კანის ტიპისათვის განკუთვნილი ხაზის პროდუქტები (შრატები, ნიღბები, კრემები, პილინგები). პროცედურები მოიცავს სახეს და ყელს.
დასკვნის სახით კი გეტყვით,
რომ ჩვენს მიერ განხილულ თითოეულ პროცედურას - ბიორევიტალიზაცია, მეზოთერაპია და ბიოსტიმულაცია - თავისი უნიკალური უპირატესობები აქვს. თუმცა, მათზე მოთხოვნას ყველაზე მეტად უმტკივნეულოდ მიღებული სასურველი შედეგი განაპირობებს. რაც, კვალიფიციური ექიმის მიერ, ინდივიდუალური მიდგომით და ხარისხიანი პრეპარატების გამოყენებით მიიღება.
თანამედროვე ესთეტიკური მედიცინა გვაძლევს საშუალებას შევინარჩუნოთ ბზინვარე და ჯანმრთელი კანი ნებისმიერ ასაკში. ზრუნვა საკუთარ კანზე არის ინვესტიცია ჯანმრთელობასა და საკუთარი თავის სიყვარულში. სწორ დროს, სწორი მიდგომით და პროფესიონალური მხარდაჭერით - ეს შესაძლებელია!
პლაზმაჟი - პროცედურები ქირურგიული ჩარევის გარეშე
What if a single, versatile device allowed you to undergo...
ნახე ვრცლადუინექციო პროცედურების ჯადოსნური ეფექტი თქვენი კანის სიჯანსაღისთვის
Our latest blog is especially relevant for patients who prefer...
ნახე ვრცლადანტიოქსიდანტური პროცედურა - თქვენი განსაკუთრებული სილამაზისა და ჯანმრთელობის საიდუმლო
Have you ever wondered why some people always look youthful...
ნახე ვრცლადLPG - რევოლუციური მეთოდი სხეულის იდეალური ფორმებისთვის
LPG (Lipomassage) is an innovative, non-invasive technology developed in France...
ნახე ვრცლად