ელექტრო ეპილაცია

იდეალური კანი არასასურველი თმის გარეშე

2025 წელს, როდესაც სილამაზის ინდუსტრია განუწყვეტლივ ვითარდება, ელექტრო ეპილაცია ვოლფრამის ან ოქროს ნემსით -ჭარბთმიანობისგან განკურნების ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო მეთოდია. მაგრამ რას წარმოადგენს ეს პროცედურა და რატომ უნდა აირჩიოთ იგი სხვა მეთოდებთან შედარებით?

ელექტრო ეპილაცია, ასევე ცნობილი როგორც ელექტროლიზი, არის ერთადერთი მეთოდი, რომელიც FDA-ს მიერ აღიარებულია, როგორც თმის მოშორების მუდმივი საშუალება. ეს პროცედურა იყენებს ელექტრულ ენერგიას თმის ფოლეკულების განადგურებისთვის.

განსხვავებით ლაზერული ეპილაციისგან, ელექტრო ეპილაცია მუშაობს ნებისმიერ ტიპის თმაზე - ღია, მუქი თუ რიჟა თმის ფერზე, დასაშვებია გარუჯულ კანზეც. პროცედურა უსაფრთხოა და ეფექტურია ნებისმიერი კანის ფერისა და ტიპისთვის. პროცედურები ტარდება სახისა და სხეულის ნებისმიერ ზონაზე. იდეალურია ისეთი მცირე ზონებისთვის, როგორიცაა წარბები, ზედა ტუჩი, სახის მიდამოები და ა.შ...

ბევრი უარს ამბობს აღნიშნულ პროცედურაზე, რადგან ლაზერულ ეპილაციასთან შედარებით ის მტკივნეულია, თუმცა დღესდღეობით არსებობს საშალებები, რათა პროცედურა სრულიად უმტკივნეულო იყოს და სწორედ, ჩვენი სპეციალისტი გთავაზობთ მის უნიკალურ მეთოდებს, რისი საშუალებითაც ელექტრო ეპილაცია სრულად უმტკივნეულოა. ელექტრო ეპილაციის დროს გამოიყენება სპეციალურ ნემსებს, რომლებიც თმის ფოლიკულზე ზემოქმედებს. ვოლფრამის ან ოქროს ნემსის საშუალებით, თითოეული თმის ძირზე მაღალი სიხშირის დენის ზემოქმედებით ხდება ელექტრო კოაგულაზია, რის შედეგადაც თმის ბოლქვი იშლება

როგორ მუშაობს?

ბევრი უარს ამბობს აღნიშნულ პროცედურაზე, რადგან ლაზერულ ეპილაციასთან შედარებით ის მტკივნეულია, თუმცა დღესდღეობით არსებობს საშალებები, რათა პროცედურა სრულიად უმტკივნეულო იყოს და სწორედ, ჩვენი სპეციალისტი გთავაზობთ მის უნიკალურ მეთოდებს, რისი საშუალებითაც ელექტრო ეპილაცია სრულად უმტკივნეულოა.

გაინტერესებთ, ნემსებს შორის რა განსხვავებაა?

ვოლფრამის ნემსი

დამზადებულია გამძლე მეტალისგან
სტანდარტული ნემსია ყველა ტიპის კანისთვის
ეფექტურია და უფრო ხელმისაწვდომი ფასით

ოქროს ნემსი

დაფარულია 24 კარატიანი ოქროთი
ჰიპოალერგენულია – იდეალურია მგრძნობიარე კანისთვის
კანს ნაკლებად აღიზიანებს
რეკომენდებულია მეტალზე ალერგიის მქონე ადამიანებისთვის

რომელი ნემსი ჯობს?

ოქროს ნემსის გამოყენება ხდება სურვილისამებრ, თუმცა ოქროს ნემსით პროცედურა უფრო კომფორტულია, უტარდებათ პირებს ვისაც აღენიშნებათ კანზე მომატებული მგრძნობელობა და სხვადასხვა სახის ალერგიული რეაქციები. სწორი არჩევანი დამოკიდებულია კანის ტიპსა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე.

აღსანიშნავია, რომ ორივე ტიპის ნემს აქვს იდეალური შედეგი, ვოლფრანსაც და ოქროს ნემსსაც თუ პროცედურა არის სწორად ჩატარებული მაღალკვალიფიციური სპეციალისტის მიერ.პროცედურამდე ხდება ნემსის გამოცვლა, პროცედურის დროს კოსმეტოლოგს ვოლფრამის ან ოქროს ნემსი თმის ღერის მიმართულებით ბოლქვში შეჰყავს, მიწოდებული დენის ზემოქმედებით კი თმის ბოლქვი იმ დონეზე ზიანდება, რომ აღარ შესწევს ახალი ღერის წარმოქმნის უნარი.

 

ენდე ექსპერტს

აღნიშნული პროცედურის ჩატარებამდე აუცილებელია დარწმუნდეთ სპეციალისტის პროფესიონალიზმში, რაც გარანტი იმისა, რომ პროცედურა ჩატარდეს სწრაფად და უსაფრთხოდ.

ელექტრო ეპილაცია არის ხელოვნება, რომელიც მოითხოვს უნარებს, გამოცდილებას და პროფესიონალიზმს... კლინიკა „ჰელსი ლუქში“ კი სწორად ასეთი, მაღალკვალიფიციური სპეციალისტი დაგხვდებათ.

ელექტროლიზი — უნაკლო კანი

მაღლა
en_US