რას გულისხმობს სახის ლიფტინგი და რა სახეობის პროცედურები არსებობს?

რას გულისხმობს სახის ლიფტინგი და რა სახეობის პროცედურები არსებობს?

ასაკთან ერთად კანის სტრუქტურა იცვლება. კანი სიმკვრივეს კარგავს და ეშვება. ლიფტინგი კანის დაჭიმვის კოსმეტიკური პროცედურაა. მისი საშუალებით კანი და კანქვეშა შემაერთებელი ქსოვილი იჭიმება და სიმკვრივეს და სიგლუვეს იბრუნებს.

ლიფტინგის პროცედურა უნდა შეირჩეს კანის დაბერების ფაზისა და ზონის შესაბამისად, ინდივიდუალურად, ასაკის, კანის ტიპისა და მდგომარეობის მიხედვით.

ამ ბლოგში გთავაზობთ სახის ლიფტინგის 6 სახეობას::

 

  1. KRF

ლიფტინგი მოდუნებული და ნაოჭებისკენ მიდრეკილი კანის რადიოსიხშირული KRF KRF ლიფტინგის პროცედურა მოიცავს: სახეს, ყელს, დეკოლტეს, თვალის გარშემო არეს და ტუჩ-ცხვირის ნაოჭს.

მუშაობს სითბური ენერგიით, რომელიც ღრმად ათბობს კანის შრეებს. სტიმულაციას აძლევს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას. შედეგად კი კანი უფრო მკვრივი, დაჭიმული და ელასტიური ხდება.
რეკომენდებულია 30+ ასაკში, როცა კანი კარგავს ტონუსს, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის ღრმა ნაოჭები.

 

  1. Sculptra® Collagen Stimulating Treatmen

Sculptra ასტიმულირებს ორგანიზმის საკუთარ კოლაგენის სინთეზს 66,7%-ით., შედეგად, კანი თანდათან მკვრივდება, იზრდება ელასტიურობა და სახის ოვალი უმჯობესდება. ეფექტი დგება რამდენიმე კვირაში და გრძელდება 2-3 წელი. გამოიყენება სახის ოვალის და მოცულობის აღსადგენად (ჩამოწეული ლოყები, ტონუსის დაკარგვა), ღრმა ნაოჭების შესამსუბუქებლად. can last 2–3 years.
რეკომენდებულია 35–65 წლის პაციენტებისთვის, როცა უკვე შეიმჩნევა ასაკობრივი ცვლილებები.

 

  1. უინექციო ბიოსტიმულაცია

კანის სტიმულაცია სპეციალური ტექნოლოგიით, რაც საშუალებას აძლევს აქტიურ ნივთიერებებს ღრმად შევიდნენ უჯრედებში ინექციის გარეშე. აუმჯობესებს კანის რეგენერაციას, ამცირებს სიმშრალეს, მატებს ელასტიურობას.

რეკომენდებულია 25–45 წლის ასაკში პრევენციისთვის ან კანის დასატენიანებლად.

 

  1. უინექციო მეზოთერაპია

ჰგავს ბიოსტიმულაციას, მაგრამ აქ მთავარი მიზანია ვიტამინებისა და ჰიალურონის მჟავის შეღწევა კანის ღრმა ფენებში უინექციოდ. აპარატის საშუალებით DermoRegen ხდება სხვადასხვა მედიკამენტის თუ შრატის ღრმად ტრანსეპიდერმულ შრეში პენეტრაცია. შედეგად ვიღებთ კანის დატენიანებას, ფერისა და ტონუსის გაუმჯობესებას.

საუკეთესოა ახალგაზრდა კანისთვის 20–40 წლის ასაკში.

 

  1. LPG Endermologie სახე

LPG Endermolift სპეციალური ვაკუუმ-როლიკებით მასაჟი, რომელიც ასტიმულირებს მიკროცირკულაციას და კოლაგენის სინთეზს. ამცირებს შეშუპებას, აუმჯობესებს სახის ოვალს და ამკვრივებს კანს.

რეკომენდებულია ყველა ასაკში – როგორც ანტი-ეიჯი, ასევე პრევენციისთვის. განსაკუთრებით ეფექტურია 30–55 წლისთვის.

 

  1. სახის მასაჟი

სახის მასაჟი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს დაღლილობას და შეშუპებას. რეგულარული კურსი აძლიერებს კუნთოვან ტონუსს და ახანგრძლივებს სხვა პროცედურების ეფექტს.

რეკომენდებულია ნებისმიერ ასაკში, როგორც მოვლის საწყისი საფეხური ან დამატება.

ამ პროცედურების მიზანია, მინიმუმამდე დაიყვანოს დაბერების კვალი ისე, რომ სახის ნაკვთები არ შეცვალოს.. მიზანი არ არის თქვენი გარეგნობის შეცვლა, არამედ კანის განახლება და გაახალგაზრდავება ყველაზე ბუნებრივი გზით.

მაღლა
en_US