
პრემიუმ ხარისხის ბრენდი თქვენი ბუნებრივი სილამაზისთვის
ლუკრისი ამერიკული წარმოების პრემიუმ კლასის კოსმეტიკური ბრენდია, რომელიც ბუნებრივ ინგრედიენტებს თანამედროვე ტექნოლოგიებთან აერთიანებს. ბრენდის მისიაა თითოეული ქალის ბუნებრივი სილამაზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის საშუალებით გამოავლინოს.
საქართველოში ბრენდის ექსკლუზივი კლინიკა „ჰელსი ლუქს“ ეკუთვნის, რაც საშუალებას გვაძლევს სილამაზის არაერთი პროცედურა სწორედ ლუკრისის ბრენდის, პრემიუმ ხარისხის პროდუქციით შემოგთავაზოთ.
Lucrece-ის ბრენდი დაარსდა 1990-იან წლებში აშშ-ში, კერძოდ კალიფორნიაში. Lucrece-ის პროდუქციის მთავარი საიდუმლო იმ მცენარეულ ექსტრაქტებსა და ვიტამინებშია, რომლებიც მიღებულია პეპტიდებისა და ღეროვანი უჯრედების საფუძველზე ჩატარებული სამეცნიერო კვლევების შედეგად. სწორედ ამ მიღწევებმა განაპირობა ბრენდის ეფექტურობა და განუმეორებელი ხასიათი.
გარდა პროცედურებისა, თქვენი ყოველდღიური რუტინისთვის, ლუკრისის ბრენდის გამოყენება იდეალური არჩევანია თქვენი ბუნებრივი სილამაზისთვის. ბრენდის უნიკალურობას მისი მრავალფეროვნებაც აძლიერებს, რომელიც ყველა ტიპის კანისთვის და არაერთი მიზნისთვის, 100% ბუნებრივი ინგრედიენტებით უნივერსალურ პროდუქტებს ქმნის.
პროდუქცია მოიცავს:
• ანტი-ეიჯინგ ხაზი
• C ვიტამინის ხაზი
• მგრძნობიარე და როზაცეასადმი მიდრეკილი კანის ხაზი
• ცხიმიანი და აკნესკენ მიდრეკილი კანის ხაზი
• პეპტიდური შრატი
• მზისგან დამცავი ხაზი
• აღმდგენი ნიღბების ხაზი
• დასაბანი და გამწმენდი პროდუქტები აკნესადმი მიდრეკილი კანისთვის
• დასაბანი და გამწმენდი პროდუქტები მგრძნობიარე, ნორმალური, ცხიმიანი და მშრალი კანისთვის
• დამატენიანებელი და ნაოჭების საწინააღმდეგო პროდუქტები მგრძნობიარე, ნორმალური, ცხიმიანი და მშრალი კანისთვის
ლუკრისის მდიდრულ ასორტიმენტში აუცილებლად იპოვით თქვენი კანის ელექსირს, იმ იდეალურ ფორმულას რაც თქვენს სილამაზეს კიდევ უფრო შთამბეჭდავს გახდის.
სასურველი შედეგსა და გონივრულ არჩევანში კი ჩვენი კლინიკის გამოცდილი და პროფესიონალი სპეციალისტები დაგეხმარებიან.
ლუკრისი - ბრენდი, რომელიც წარმოადგენს კლასიკურ მაგალითს სამედიცინო, კოსმეტიკური საქმიანობაში ორიენტირებულია პროფესიონალურ, შედეგზე ორიენტირებულ კანის მოვლაზე და ქალის ბუნებრივი სილამაზის ხაზგასმაზე.
ლუკრისის პროდუქცია
Lucrece skincare A Premium-Quality Brand for Your Natural Beauty Lucrece...
ნახე ვრცლადრას გულისხმობს სახის ლიფტინგი და რა სახეობის პროცედურები არსებობს?
What Does a Facial Lifting Procedure Involve and What Types...
ნახე ვრცლადკაპილარების მოშორება DEKA Nd:YAG ლაზერით თანამედროვე კოსმეტოლოგიის ნაბიჯი სრულყოფილებისკენ
The issue of visible capillaries on the skin most commonly...
ნახე ვრცლად