
კაპილარების პრობლემა კანზე მეტად აწუხებს ღია კანის ფერის მქონე ადამიანებს და განსაკუთრებით ქალბატონებს, ასაკის მიუხედავად. ხშირ შემთხვევაში, მათი არსებობა ისეთ დისკომფორტს გვიქმნის, რაც ჩვენს თავდაჯერებულობაზე უარყოფითად აისახება, განსაკუთრებით კი ზაფხულის პერიოდში.
ისინი ჩნდებიან ფეხებზე და სახეზე, ცხვირის არესთან, ლოყებზე, ნიკაპზე. მათ აქვთ გამოკვეთილი ფორმა, წითელი ან ლურჯი კაპილარების ქსელი.
პრევენციისთვის საინტერესოა ვიცოდეთ ყველა ის ფაქტორი თუ მიზეზი, რაც წარმოშობს კაპილარებს ჩვენს სხეულზე, ესენია: გენეტიკა, ულტრაიისფერი სხივები, ჰორმონალური ცვლილებები, წნევის ცვალებადობა, თამბაქოს და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, თხელი და მგრძნობიარე კანი, ზედმეტი წონა, ხშირი კონტრასტული შხაპის მიღება - თითქმის სრული ჩამონათვალია იმ მიზეზების, რაც ჩვენს სხეულზე კაპილარების გაჩენას განაპირობებს.
თუმცა, რა მიზეზითაც არ უნდა ჩნდებოდეს კაპილარები სხეულის ამა თუ იმ უბანზე, გამოსავალი უკვე არსებობს - DEKA Nd:YAG ლაზერი სწორედ ის რევოლუციური მეთოდია, რომელიც ამ პრობლემას წარმატებით აგვარებს.
DEKA Nd:YAG ლაზერი სინათლის სხივი ღრმად აღწევს კანში (5-6 მმ-მდე), ფოკუსირდება კონკრეტულ უბანზე და არ აზიანებს მიმდებარე ქსოვილებს. შედეგად კი უზრუნველყოფს უსაფრთხო და ეფექტურ მკურნალობას.
DEKA, როგორც ერთ-ერთი მოწინავე ბრენდი მედიცინისა და ესთეტიკური კოსმეტოლოგიის ინდუსტრიაში, კაპილარებთან გამკლავების უნიკალურ მეთოდოლოგიურ სიზუსტეს იყენებს - Moveo Vascular Lesions (VL) ტექნოლოგია სპეციალურად შექმნილია სისხლძარღვოვანი დაზიანებების მიმართულებით, აპარატს გააჩნია მრავალფეროვანი რეჟიმი სხვადასხვა ტიპის კაპილარებისთვის, ოპტიმალური შედეგისთვის კი დანერგილი აქვს RightLight™ ტექნოლოგია.
გარდა კაპილარებისა, DEKA Nd:YAG ლაზერის მეშვეობით შესაძლებელია ანგიოკერატომების მოცილებაც. ეს კეთილთვისებიანი კანის წარმონაქმნები ზედაპირული კაპილარების გაფართოებისა და ეპიდერმისის გასქელების შედეგად წარმოიქმნება. ვიზუალურად ისინი ხშირად წარმოადგენენ მცირე ზომის, მუქი წითელი, იისფერი ან შავი შეფერილობის მეჭეჭისმაგვარ წარმონაქმნებს, რომლებიც ზოგჯერ ხორკლიანი ან უხეში ზედაპირით ხასიათდებიან.
ამრიგად, DEKA Nd:YAG ლაზერის უნიკალური და თანამედროვე მეთოდი გვაძლევს საშუალებას ეფექტურად ვებრძოლოთ როგორც დაზიანებულ სისხლძარღვებს, ისე მცირე ზომის კეთილთვისებიან წარმონაქმნებს. რაც ქირურგიული ჩარევის გარეშე, უმტკივნეულოდ და ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე უკვე შესაძლებელია.
DEKA Nd:YAG ლაზერის პროცედურების ჩატარება შესაძლებელია წელიწადის ნებისმიერ დროს, მაგრამ აუცილებლად სერტიფიცირებულ, მაღალტექნოლოგიურ, თანამედროვე კლინიკაში - ორიგინალი აპარატით და მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთან. პროცედურამდე აუცილებელია წინასწარი კონსულტაცია, რათა ეფექტურად დაიგეგმოს პროცედურის სრული ციკლი.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია პროცედურა შეგვიძლია ჩავიტაროთ წელიწადის ნებისმიერ დროს.
კაპილარების მოშორება DEKA Nd:YAG ლაზერით თანამედროვე კოსმეტოლოგიის ნაბიჯი სრულყოფილებისკენ
The issue of visible capillaries on the skin most commonly...
ნახე ვრცლადპლაზმაჟი - პროცედურები ქირურგიული ჩარევის გარეშე
What if a single, versatile device allowed you to undergo...
ნახე ვრცლადუინექციო პროცედურების ჯადოსნური ეფექტი თქვენი კანის სიჯანსაღისთვის
Our latest blog is especially relevant for patients who prefer...
ნახე ვრცლადანტიოქსიდანტური პროცედურა - თქვენი განსაკუთრებული სილამაზისა და ჯანმრთელობის საიდუმლო
Have you ever wondered why some people always look youthful...
ნახე ვრცლად