ბლეფაროპლასტიკა

ბლეფაროპლასტიკა გულისხმობს ზედმეტი კანის მოცილებას ზედა და ქვედა ქუთუთოდან. პროცედურა ტარდება PLASMAGE®-ს აპარატით, რომელიც ჰაერში არსებული აირების იონიზაციით წარმოქმნის პლაზმას.

შეიძლება ეწოდოს, როგორც არაინვაზიური ქუთუთოების ოპერაცია, რაც იწვევს დაქვეითებული ფუნქციების გაუმჯობესებას, დეფორმაციის რეკონსტრუქციას, გარეგნობის გაუმჯობესებას.

პროცედურა მიმდინარეობს უმტკივნეულოდ და სისხლდენის გარეშე. პროცედურის დრო დამოკიდებულია მკურნალობის არეალზე და ცვლილებების მასშტაბზე. პროცედურა არ არის დაკავშირებული გართულებების რისკთან. პროცედურის შემდეგ გვერდითი მოვლენები უვნებელია და ქრება მოკლე დროში, ზოგიერთ პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს დამუშავებული უბნის მცირე შეშუპება.

გააჩნია მსუბუქი რეაბილიტაციის პრიოდი, 2 კვირა. Plasmage® მკურნალობის ეფექტი შესამჩნევია თითქმის დაუყოვნებლივ პროცედურის შემდეგ.

PLASMAGE® ჰაერში, გაზის იოანიზაციის შედეგად წარმოქმნილ პლაზმის ენერგიას აწვდის ქსოვილებს. PLASMAGE® არის IIb კლასის სამედიცინო მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია არაინვაზიური მიკრო ქირურგიისთვის. შექმნილია დელიკატური უბნების უსაფრთხოდ სამკურნალოდ, როგორიცაა ზედა და ქვედა ქუთუთოები, სადაც ლაზერები და რადიო ქირურგიული დანადგარები არ შეიძლება. Plasmage® ახდენს ქსოვილების სუბლიმაციას კანზე გვერდითი ეფექტების გარეშე.

Plasmage® წარმოადგენს უახლეს ტექნოლოგიას პლაზმის ენერგიის საფუძველზე, რომელიც რევოლუციას ახდენს სამედიცინო-ესთეტიკურ და დერმატოლოგიურ სექტორებში. პლაზმის ენერგია ქმნის ძალიან წვრილ ელექტრო რკალს, რომელიც ზუსტად მოქმედებს კანზე, არ აზიანებს ირგვლივ ქსოვილს.

Plasmage® გამოიყენება შემდეგი ჩვენებების სამკურნალოდ:

  • ვირუსული პაპილომებისა და სებორეული კერატომების მოცილება
  • ბლეფაროპლაზმა (მოშვებული ქუთუთოების კორექცია)
  • ქსანთელაზმას მოშორება
  • აკნეს მკურნალობა
  • ნაწიბურების გაფერმკრთალება
  • ლენტიგო
  • ფიბრომა
  • მეჭეჭების მოშორება
  • სტრიებისა და კეილოიდების მკურნალობა

Plasmage - ცივი პლაზმა

Procedure

100 - 500 ₾

Maka Sirbiladze Photo

წამყვანი დერმატოლოგი | დერმატო-ვენეროლოგიის ასოციაციის წევრი ევროპის დერმატოლოგთა და ვენეროლოგთა აკადემიის წევრი დერმატოსკოპიის საერთაშორისო ასოციაციის წევრი ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაციის წევრი.

Xanthelasma 4 Healthy Look
Xanthelasma 3 Healthy Look

ხშირად დასმული კითხვები

Contact Us Photo for Healthy Look
Healthy Look Logo White
დასაკონტაქტებლად, შეავსეთ ფორმა

    მაღლა
    en_US