ლუკრისის პროდუქცია

დამატენიანებელი შრატი პეპტიდებით 30 მლ.

დატენიანება, გამკვრივება, ყველა ტიპის კანისთვის

დატენიანება ჩვენი კანის ჯანსაღი შეგრძნებისა და ჯანსაღი იერსახის შესანარჩუნებლად ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალებაა. კანის დატენიანებას ხელს უწყობს მრავალი ჩვენი პროდუქტი, მაგრამ იგი ამ კონკრეტული პროდუქტის მთავარი აქცენტია და სწორედ ეს ხდის მას აუცილებელს ყველა ტიპის კანისთვის. ნატრიუმის ჰიალურონატით (33%) და პანთენოლით (ვიტამინი B5), გამდიდრებული დამატენიანებელი შრატი უზრუნველყოფს განსაკუთრებით ღრმა და სრულ დატენიანებას. პეპტიდების დამატებით, ის ასევე ხელს უწყობს კანის გადატკეცას და გამკვრივებას და, ამავრდოულად, უზრუნველყოფს მაქსიმალურ შეწოვას და ეფექტურობას.

დამატენიანებელი შრატი გამოყენებული უნდა იქნას უშუალოდ კანის გაწმენდის შემდეგ - კანის მოვლის სქემის მე-2 საფეხურის სახით ყველა ტიპის კანისთვის (დილით და ღამით). საუკეთესო შედეგისთვის, ასაკის მართვის რეჟიმების ფარგლებში დატენიანებამდე უნდა გამოვიყენოთ ღეროვანი უჯრედების შემავსებელი შრატი (Stem Cell Replenishing Serum) და/ან კოლაგენის პეპტიდური კომპლექსი (Collagen Peptide Complex).

 

გამოყენების წესი: დაიტანეთ საჭირო ოდენობა სუფთა, მშრალ კანზე და მსუბუქად შეიზილეთ სახის ირგვლივ, მოარიდეთ თვალის მიდამოებს 1 სმ-ით.

ძირითადი ინგრედიენტები:
Palmitoyl Pentapeptide-4: ასტიმულირებს კანის ფიბრობლასტებს უჯრედგარე მატრიქსის აღსადგენად, კოლაგენის I და კოლაგენის IV, ფიბრონექტინისა და გლიკოზამინოგლიკანების სინთეზის ჩათვლით; ასევე, ასტიმულირებს დერმალური მატრიქსის (კოლაგენი I და III) გამომუშავებას, რაც იწვევს ნაოჭების და წვრილი ხაზების მნიშვნელოვან შემცირებას.

Acetyl Hexapeptide-8: ამცირებს სახის ნაოჭების სიღრმეს და კანის დაბერების ნიშნებს, რომლებიც გამოწვეულია სახის მოძრაობებით და სახის კუნთების შეკუმშვით; აჩერებს ნეიროტრანსმიტერების გამოყოფას SNARE-დან და კატექოლამინების კომპლექსებიდან (რაც ასევე იწვევს ნაოჭების და წვრილი ხაზების წარმოქმნას კანზე).

ნატრიუმის ჰიალურონატი (ჰიალურონის მჟავა) - 33%:ღრმად აღწევს კანში, უზრუნველყოფს საკმარის ჰიდრატაციას და ტენიანობას. პანთენოლი: აძლიერებს კანის პიგმენტების ფორმირებას ახალგაზრდა კანისთვის, აქვს ღრმა შეღწევადობის თვისებები, რითაც უზრუნველყოფს კიდევ უფრო სრულყოფილ დატენიანებას.

ინგრედიენტები: Water (Aqua), Sodium Hyaluronate, Panthenol, Polysorbate 20, Glycosaminoglycans, Butylene Glycol, Glycerin, Palmitoyl
Pentapeptide-4, Acetyl Hexapeptide-8, Centella Asiatica Extract, Echinacea Purpurea Extract, Phenoxyethanol, Caprylyl Glycol, Ethylhexylglycerin, Hexylene Glycol, Carbomer, Triethanolamine, Lavandula Angustifolia (Lavender) Oil

(pH: 5.5)

მაღლა
en_US