ლუკრისის პროდუქცია
Pineapple & Papaya Mask 59 ml.
ანანასის და პაპაიას ნიღაბი - ვიტამინებით მდიდარი, მკვებავი ფერმენტული ნიღაბი, რომელიც მისაღებია ყველა ძირითადი ტიპის კანისთვის, დაწყებული აკნეთი დაზიანებულიდან, დამთავრებული სიბერისკენ წასული კანით.
პაპაიას ხილის ექსტრაქტი: მაღალ-კონცენტრირებული ექსტრაქტი, მდიდარი A და C ვიტამინებით, რომლებიც ხელს უწყობენ კოლაგენის წარმოქმნას; ამასთან, პაპაია წარმოადგენს ბუნებრივ ანტიოქსიდანტს თავისუფალი რადიკალებისგან გამწმენდი ფლავონოიდებით, რომლებიც იცავს და აძლიერებს კანის უჯრედებს. პაპაია არბილებს კანს, მატებს ტენიანობას და ნაზად აცილებს კანის მკვდარ უჯრედებს. ალბათ, ყველაზე დიდი უპირატესობა ისაა, რომ პაპაიას ექსტრაქტი მოიცავს პაპაინს - ძლიერ ფერმენტს, რომელიც ცნობილია ანთების საწინააღმდეგო და ჭრილობების შეხორცებისადმი ხელშეწყობის თვისებებით; ამავდროულად, იგი ამცირებს სიწითლეს და აღიავებს ლაქებს.
ანანასის ხილის ექსტრაქტი:შეიცავს ფერმენტ ბრომელინს; ანანასი ასევე ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული ინგრედიენტია. ამასთან, იგი მდიდარია C და E ვიტამინებით, რომლებიც კანს აღიავებს და ამით ხელს უწყობს კანის ტონის გათანაბრებას, ასევე უზრუნველყოფს ანტიოქსიდანტურ აქტივობას. ჰიბისკუსის ყვავილის ექსტრაქტი: ჰიბისკუსის ყვავილს ზოგჯერ "ბუნების ბოტოქსს" უწოდებენ; ჰიბისკუსის ყვავილს ბევრი სასარგებლო თვისება გააჩნია აქვს კანისთვის, იგი ამკვრივებს და სიგლუვეს მატებს კანს; მდიდარია ანტიოქსიდანტებით და ალფა ჰიდროქსის მჟავებით, ხელს უწყობს წვრილი ხაზების, ნაოჭების და ასაკობრივი ლაქების შემცირებას; ასევე, გააჩნია ტენიანობის შენარჩუნების უნარი და მიმზიდველი სურნელი.
გამოყენების წესი: დაიდეთ ნიღაბი სახეზე თანაბრად და გაიჩერეთ 5-10 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით თბილი წყლით და გაიმშრალეთ რბილი პირსახოცით.
ინგრედიენტები: Water (Aqua), Glycerin, Aloe Barbadensis Leaf Juice Powder, Carbomer, Sodium Hyaluronate, Ananas Sativus (Pineapple) Fruit Extract, Carica Papaya (Papaya) Fruit Extract, Hibiscus Sabdariffa Flower Extract, Camellia Sinensis Leaf Extract, Rosmarinus Officinalis (Rosemary) Leaf Extract, Laminaria Digitata Extract, Tocopheryl Acetate, Textrahexyldecyl Ascorbate, Sodium Benzoate, Potassium Sorbate, Phenoxyethanol, Caprylyl Glycol, Ethylhexylglycerin, Hexylene Glycol, Polysorbate 20, Sodium Hydroxide
(pH: 6.5)