აღწერა
ჩვენი ორიგინალური ასკორბინის მჟავა (წყალზე დაფუძნებული) ვიტამინი C 14% ასკორბინის მჟავისა და 1% გლიკოლის მჟავის შემცველობით უფრო გაძლიერებულია 0.5% ფერულის მჟავით. ფერულის მჟავა კიდევ ერთი ანტიოქსიდანტური ინგრედიენტია, რომელიც გვხვდება სხვადასხვა მცენარის უჯრედის კედლებში; იგი იცავს გარემო სტრესისგან და მოქმედებს ბუნებრივი კონსერვანტის სახით. გარდა იმისა, რომ დამატებით აძლიერებს ანტიოქსიდანტურ აქტივობას C ვიტამინიან შრატში, იგი ასევე ხელს უწყობს მისი ძირითადი ინგრედიენტის - ასკორბინის მჟავის სტაბილიზაციას და შენარჩუნებას. ასკორბინის მჟავა ეფექტურია კანის მრავალი პრობლემის სამკურნალოდ, რადგანაც ეხმარება კანის გაღიავებას, კანის ტონალობის ერთგვაროვნებას, ზრდის კოლაგენის ბუნებრივ გამომუშავებას, ხელს უწყობს ანთების თავიდან აცილებას და თავისუფალი რადიკალების განეიტრალების გზით იცავს კანს გარემო ფაქტორებისგან, როგორიცაა კიბოსწინარე ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება.
გამოყენების წესი: უშუალოდ სახეზე - სუფთა, მშრალ კანზე დაიტანეთ ოთხი ან ხუთი წვეთი (სურვილის შემთხვევაში - კისერზე და მკერდზე) დღეში ერთხელ. მოარიდეთ თვალის არეს. გამოყენების შემდეგ ხელები კარგად დაიბანეთ. დღის მანძილზე მოხმარებისას გამოიყენეთ დამატენიანებელი და მზისგან დამცავი საშუალება.
ინგრედიენტები: Water (Aqua), Ascorbic Acid, Glycerin, Butylene Glycol, PEG-8/SMDI Copolymer, Sorbitol, Dimethicone, Polysorbate 20, Ferulic Acid, Allantoin, Disodium EDTA, Xanthan Gum, Zinc Sulfate, Pyridoxine HCI, Camellia Sinensis Leaf Extract, Glycolic Acid, Sodium Hyaluronate, Sodium Hydroxide, Phospholipids, Retinyl Palmitate, Tocopherol, Ascorbyl Palmitate, Sorbic Acid, Beta-Carotene, Salicylic Acid, Ergothioneine, Sodium Benzoate, Potassium Sorbate, Phenoxyethanol, Ethylhexylglycerin, Caprylyl Glycol, Hexylene Glycol
(pH: 3.0)
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.